მარნეულის სასურსათო ქარხანა

"მარნეულის სასურსათო ქარხანა" დაარსდა 2007 წელს და საქართველოში ყველაზე დიდი საკვების მწარმოებელი ქარხანაა. 

ქარხანა მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, თბილისიდან 40 კილომეტრში. ადგილმდებარეობის გამო, მარტივდება ნედლეულზე ხელმისაწვდომობა. 

დაარსების დღიდან უამრავი ინვესტიცია განხორციელდა ქარხნის გათანამედროვებისთვის, რათა პროდუქცია თანამედროვე სამყაროს სტანდარტებს სრულად შეესაბამებოდეს. 2007 წელს დამონტაჟდა იტალიური დანადგარი FENCO, რაც ქარხანას საშუალებას აძლევს სეზონზე 30 000 ტონა ნედლეული ჩაიბაროს და გადაამუშავოს. გერმანულ საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად  ქარხანამ მიიღო ინფორმაცია და შემდეგ დაამონტაჟა რამოდენიმე საწარმოო ხაზი. 

დღესდღეობით მარნეულის სასურსათო ქარხანა ფლობს ევროპის ლიდერი კომპანიების დანადგარებს:  Fenco, Niko, FAM, PETEK, Krones AG, etc.

ჩვენს პორტფოლიოს მუდმივად ვაახლებთ და ვაფართოვებთ და ვცდილობთ ქართული ბაზრის სრულად მოცვასა და დაკმაყოფილებას. ქარხანა მომხმარებელს სთავაზობს 50 ზე მეტი სახეობის, სხვადასხვა გემოს პროდუქციას, სხვადასხვა ფორმატში. 

ჩვენი ქარხნის პროდუქციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია "სრულად ქართულობა ", რაც გულისხმობს იმას, რომ გამოყენებული ნედლეული მთლიანად საქართველოდანაა. ნაწილს ქარხანა იბარებს პარტნიორი კომპანია "მარნეული აგროსგან", ნაწილს კი 150-ზე მეტი ქართველი ფერმერისგან. 

პარტნიორები