მარნეულის სასურსათო ქარხანა მდებარეობს ქალაქ მარნეულში - ქვემო ქართლის განთქმულ სასოფლო-სამეურნეო ცენტრში.ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის  წყალობით ქარხანა მჭიდროდაა დაკავშირებული სანედლეულო ბაზსასთან,  რაც ამარტივებს საწარმოო ციკლს მინდვრიდან - ქილამდე.

ქარხანას ნედლეულით ჰოლდინგში შემავალი კომპანია „მარნეული აგრო“ და ადგილობრივი მცირე სასოფლო მეურნეობები ამარაგებენ. ეს კი იმის გარანტია, რომ ქილაში ჩადებული თითოეული პროდუქტი არის ქართული მიწაზე მოყვანილი. საწარმოს ტექნიკური შესაძლებლობა, ადგილობრივი ნედლეულის მაღალ ხარისხთან ერთად, ქართულ ბაზარზე უალტერნატივო პროდუქტს სთავაზობს. ქილაში ჩადებული თითოეული პროდუქტი ქართულ მიწაზეა მოყვანილი და 100 პროცენტით ქართულია.  შესაბამისად,  M  ნიშანი საქართველოში ხარისხისა და  ჯანსაღი  საკვების სინონიმად იქცა.

მარნეულის სასურსათო ქარხანა მოწინავე ევროპული დანადგარებითაა აღჭურვილი: “Fenco”,Niko, FAM, Petek, Krones  –  ჩამოთვლილი დანადგარები უმაღლეს ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.  ქარხნის ტექნიკური სრულყოფილება ადგილობრივი ნედლეულის მაღალ ხარისხთან ერთად ქართულ ბაზარს უალტერნატივო პროდუქტს სთავაზობს.

ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებითაა აღჭურვილი, 50-მდე დასახელების ქართული ნედლეულისგან დამზადებულ, ნატურალურ და გემრიელ საკონსერვო პროდუქტს უშვებს.

წარმოების ზრდის ხარჯზე 100%-ით ქართულმა პროდუქტმა უკვე მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა იმპორტი. საწარმოში 2012 წელს დანერგილმა ახალმა ტექნოლოგიებმა საშუალება მისცა კომპანიას მომავალში მოხმარებელს ბევრი სიახლეც შესთავაზოს. 2013 წლის დასაწყისში განხორციელდა „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ პროდუქციის პირველი ექსპორტი ევროპაში. ახლო მომავალში ექსპორტების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon