25.10.2014 - მარნეულის „მწნილისა და მურაბის ფესტივალს“ თბილისმა უმასპინძლა

თბილისმა  დედაქალაქობის  ფარგლებში  „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ „მწნილისა და მურაბის ფესტივალს“ რიყეზე უმასპინძლა.  ღონისძიებაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ქალაქის სტუმრებმაც მიიღეს მონაწილეობა.

 „მწნილისა და მურაბის ფესტივალის“ ფარგლებში მოეწყო მწნილისა და მურაბის კუთხეები, სადაც ღონისძიების სტუმრებს მარნეულის სასურსათო ქარხნის უგემრიელესი, ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილისა და მურაბის დაგემოვნების საშუალება მიეცათ. ფესტივალზე მარნეულის სასურსათო ქარხნის პროდუქცია სპეციალურ ფასად გაიყიდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო  ფოლკლორულმა ანსამბლმა „მოძახილმა“. ბავშვებს განსაკუთრებული სიხარული, ტკბილეულთან ერთად, საყვარელი ზღაპრის გმირებმა, ოჩოფეხებიანმა ანიმატორებმა, ქუჩის თეატრმა და ილუზიონისტმა მიანიჭეს.

პირველად მარნეულის სასურსათო ქარხნის „მწნილისა და მურაბის ფესტივალი“ 2013 წელს თბილისში, „თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა.  წელს, ღონისძიებამ  სტარტი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბახმაროში აიღო. ფესტივალი დაემთხვა ტრადიციულ დოღს, რომელიც ყოველ წელს, ფერისცვალების დღესასწაულზე იმართება. ფესტივალში მონაწილეობა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, ცხენოსნობის მოყვარულებმა, ბახმაროს სტუმრებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს. 

“ტრადიციად დავამკვიდრეთ, რომ თბილისობის დღესასწაულზე დედაქალაქსა და მის სტუმრებს 100 პროცენტით ნატურალური ქართული ნედლეულისგან დამზადებული მურაბა და მწნილი შევთავაზოთ. შევეცადეთ, მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად სადღესასწაულო განწყობა შეგვექნა. წელს დესტივალის მასშტაბებიც მაქსიმალურად გაიზარდა. მთელი საქართველო მოვიარეთ და ჩვენს მომხმარებელს საფესტივალო განწყობა შევუქმენით. გვეამაყება, რომ ჩვენს პროდუქციას მთელი საქართველო იცნობს. ფესტივალი ტრადციუალად მომავალ წელსაც გაიმართება, რადგან მომხმარებლების ლაღი და ბედნიერი სახეები ჩვენთვის მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ დირექტორმა ირინე გაფრინდაშვილმა.

წელს, ფესტივალი საქართველოს 12 დიდ ქალაქში გაიმართა. 1-2 სექტემბერს ფესტივალს ბათუმმა, 6 სექტემბერს ახალციხემ , 7 სექტემბერს გორმა, 13 სექტემბერს ოზურგეთმა, 14 სექტემბერს ზუგდიდმა, 20 სექტემბერს  ქუთაისმა,  21 სექტემბერს სამტრედიამ  27 სექტემბერს გურჯაანმა,    4 ოქტომბერს კმარნეულმა, 18 ოქტომბერს რუსთავობას რუსთავმა უმასპინძლა, ფესტივალი ტრადიციულად,  დედაქალაქში, „თბილისობის“ დღესასწაულზე დასრულდა.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon