18.10.2014 - 18 ოქტომბერს მარნეულის „მწნილისა და მურაბის ფესტივალს“ რუსთავმა უმასპინძლა

18 ოქტომბერს, რუსთავობის დღესასწაულთან ერთად რუსთავმა „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ „მწნილისა და მურაბის ფესტივალს“ უმასპინძლა. ღონისძიებაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ქალაქის სტუმრები და  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებივ  მონაწილეობდნენ.

„მწნილისა და მურაბის ფესტივალის“ ფარგლებში მოეწყო მწნილისა და მურაბის კუთხეები, სადაც სტუმრებს „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ უგემრიელესი და ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილისა და მურაბის დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ფესტივალზე „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ პროდუქცია  სპეციალურ ფასადაც გაიყიდება.

ფესტივალი ტრადიციულად ფოლკლორულმა ანსამბლმა „მოძახილმა“გახსნა. ბავშვებმა კი ტკბილ და ამავე დროს ზღაპრულ სამყაროში გადაინაცვლეს, სადაც ისინი საყვარელი ზღაპრის გმირებმა გაახალისეს.  მოსული სტუმრები ოჩოფეხებიანმა ანიმატორებმა და ქუჩის თეატრის მსახიობებმაც გაართეს.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon