13.05.2013 - მედიატური „მარნეული აგროში“, „მარნეულის სასურსათო ქარხანასა“ და „თელეთის ფერმაში“

„მარგებელმა ჰოლდინგმა“, "ჯეპრასთან" ერთად, „მარნეულის სასურსათო  ქარხანაში“, „მარნეული აგროსა“ და  „თელეთის ფერმაში“  მედიატური მოაწყო. მოწვეულმა ჟურნალისტებმა ჰოლდინგში შემავალი საწარმოები დაათვალიერეს და „მარნეულის სასურსათო ქარხანაში“ პროდუქციის  წარმოების პროცესს დაესწრნენ. გარდა ამისა, „მარნეული აგროში“, სპეციალურად სტუმრებისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, რომელსაც „ჟურნალისტების მინდორი“ ეწოდა, თავად ჟურნალისტებმაც მიიღეს მონაწილეობა პამიდვრის ჩითილების გადანერგვის პროცესში.

ჟურნალისტებს კომპანიის საქმიანობა „მარგებელი ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა, მიხეილ სვიმონიშვილმა, „წყალი მარგებელის“ გენერალურმა დირექტორმა, გია გოგოლაძემ და „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ დირექტორმა, ირინე გაფრინდაშვილმა, გააცნეს.

დასასრულს, ტურის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი მასზედ, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღო „მარგებელი ჰოლდინგის“ სოფლის მეურნეობის ტურში.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon