04.10.2014 - 4 ოქტომბერს მარნეულის „მწნილისა და მურაბის ფესტივალს“ მარნეულიმა უმასპინძლა

4 ოქტომბერს, მარნეულმა „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ „მწნილისა და მურაბის ფესტივალს“ უმასპინძლა. ღონისძიებაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ქალაქის სტუმრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

„მწნილისა და მურაბის ფესტივალის“ ფარგლებში მოეწყო მწნილისა და მურაბის კუთხეები, სადაც სტუმრებს „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ უგემრიელესი და ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილისა და მურაბის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. ფესტივალზე „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ პროდუქცია  სპეციალურ ფასადაც გაიყიდა.

ფესტივალი ტრადიციულად ფოლკლორულმა ანსამბლმა „მოძახილმა“გახსნა. ბავშვებმა კი ტკბილ და ამავე დროს ზღაპრულ სამყაროში გადაინაცვლეს, სადაც ისინი საყვარელი ზღაპრის გმირებმა გაახალისეს.  მოსული სტუმრები ოჩოფეხებიანმა ანიმატორებმა და ქუჩის თეატრის მსახიობებმაც გაართეს.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon