06.09.2014 - 6 სექტემბერს, ახალციხემ „მესხური ფესტივალი 2014“-ის ფარგლებში მარნეულის „მწნილისა და მურაბის ფესტივალს“ უმასპინძლა

6 სექტემბერს, ახალციხის ციხის (რაბათი)  ტერიტორიაზე „მესხური ფესტივალი 2014“ გაიმართა. საქართველოს ძირძველი კუთხის, მესხეთის ისტორია და  კულტურა,  ფოლკლორი, ტრადიციად შემონახული, ხალხური რეწვის ნიმუშები,  კვების პროდუქტები - ამ ყველაფრის ნახვა, გაცნობა  და დაგემოვნება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. მესხური ფესტივალის ფარგლებში  ახალციხემ „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ „მწნილისა და მურაბის ფესტივალსაც“ უმასპინძლა.

ფესტივალი ტრადიციულად ფოლკლორულმა ანსამბლმა „მოძახილმა“გახსნა. ბავშვებმა კი ტკბილ და ამავე დროს ზღაპრულ სამყაროში გადაინაცვლეს, სადაც ისინი საყვარელი ზღაპრის გმირებმა გაახალისეს.  მოსული სტუმრები ოჩოფეხებიანმა ანიმატორებმა და ქუჩის თეატრის მსახიობებმაც გაართეს.

ფესტივალზე ადგილობრივ მცხოვრებთან ერთად, ქალაქის  სტუმრები და  ადგილობრივი  ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. „მწნილისა და მურაბის ფესტივალის“ ფარგლებში მოწყო მწნილისა და მურაბის კუთხეებიც, სადაც სტუმრებს „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ უგემრიელესი და ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილისა და მურაბის დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდათ.. ფესტივალზე „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ პროდუქცია  სპეციალურ ფასადაც გაიყიდა.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon