02.09.2014 - 1-2 სექტემბერს მარნეულის „მწნილისა და მურაბის ფესტივალს“ ბათუმმა უმასპინძლა

1-2 სექტემბერს, ბათუმობის დღესასწაულთან ერთად ბათუმმა „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ „მწნილისა და მურაბის ფესტივალს“ უმასპინძლა. ღონისძიება  6 მაისის  პარკის ცენტრალურ შესასვლელთან გაიმართა.

ღონისძიებაზე ადგილობრივ მცხოვრებთან ერთად, ქალაქის  სტუმრებმა და  ადგილობრივი  ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. „მწნილისა და მურაბის ფესტივალის“ ფარგლებში მოეწყო მწნილისა და მურაბის კუთხეები, სადაც სტუმრებს „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ უგემრიელესი და ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილისა და მურაბის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. ფესტივალზე ორი დღის განმავლობაში „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ პროდუქცია  სპეციალურ ფასადაც გაიყიდა.

ფესტივალი ფოლკლორულმა ანსამბლმა „მოძახილმა“გახსნა. ბავშვებმა კი ტკბილ და ამავე დროს ზღაპრულ სამყაროში გადაინაცვლეს, სადაც ისინი საყვარელი ზღაპრის გმირებმა გაახალისეს.  მოსული სტუმრები ოჩოფეხებიანმა ანიმატორებმა და ქუჩის თეატრის მსახიობებმაც გაართეს.

პირველად მარნეულის სასურსათო ქარხნის „მწნილისა და მურაბის ფესტივალი“   2013 წელს თბილისში, „თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა.  წელს, ღონისძიებამ  სტარტი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბახამაროში აიღო. ფესტივალი დაემთხვა ტრადიციულ დოღს, რომელიც ყოველ წელს, ფერისცვალების დღესასწაულზე იმართება. ფესტივალში მონაწილეობა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, ცხენოსნობის მოყვარულებმა, ბახმაროს სტუმრებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს. 

ფესტივალი საქართველოს 10 დიდ ქალაქში გაიმართება. 6 სექტემბერს ფესტივალს ახალციხე, 7 სექტემებრს გორი, 13 სექტემბერს ოზურგეთი, 14 სექტემბერს ზუგდიდი, 20 სექტემბერს სამტრედია, 21 სექტემბერს ქუთაისი, 27 სექტემბერს გურჯაანი, 28 სექტემბერს თელავი უმასპინძლებს. ფესტივალი ტრადიციულად,  ოქტომბერის დასაწყისში დედაქალაქში, „თბილისობის“ დღესასწაულზე დასრულდება.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon