13.09.2014 - „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ სოფლის მეურნეობის ტურში ჩაერთო

13 სექტემბერს, „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ თანამშრომლებმა სოფლის მეურნეობის ტურში მონაწილეობა მიიღეს.

ტურის მსვლელობისას, მათ მოინახულეს „მარნეული აგრო“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“  და „თელეთის ფერმა“.

„მარნეული აგროს“ ტერიტორიაზე სტუმრები პომიდვრის მოსავლისა და ხახვის მოსავლის აღების პროცესში ჩაერთვნენ. ასევე, მოინახულეს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ და პროდუქციის წარმოების პროცესს დეტალურად გაეცნენ.

ტურის დასასრულს, მონაწილე ყველა პირს ტრადიციულად გადაეცა სერტიფიკატი, მასზედ, რომ მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს „მარგებელი ჰოლდინგის“ სოფლის მეურნეობის ტურში.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon