09.09.2014 - ორგანიზაცია „ოქსფამი“ სოფლის მეურნეობის ტურში ჩაერთო

9 სექტემბერს, „მარგებელი ჰოლდინგის“ სოფლის მეურნეობის ტურში, ორგანიზაცია „ოქსფამის“ თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ტურის მსვლელობისას, ორგანიზაციის უცხოელმა თანამშრომლებმა  „მარნეული აგრო“ და „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ მოინახულეს.

ადგილზე, ისინი აქტიურად ჩაერთნენ პომიდვრის მოსავლის აღების პროცესში და „მარნეულის სასურსათო ქარხანაში“ პროდუქციის წარმოების პროცესს გაეცნენ.

ტურის დასასრულს, მონაწილე ყველა პირს ტრადიციულად გადაეცა სერტიფიკატი, მასზედ, რომ მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს „მარგებელი ჰოლდინგის“ სოფლის მეურნეობის ტურში.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon