25.08.2014 - სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები „მარგებელი ჰოლდინგს“ ესტუმრნენ

25 აგვისტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სემეცნიერო - კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს „მარგებელი ჰოლდინგის“ სოფლის მეურნეობის ტურში.

ტურის მსვლელობისას მათ მოინახულეს „მარნეული აგრო“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ და „თელეთის ფერმა“.

„მარნეული აგროს“ ტერიტორიაზე, სტუმრებმა პომიდვრის მოსავლის კრეფაში მიიღეს მონაწილეობა და ასევე, კიტრის ჩითილების დარგვის პროცესს დაესწრნენ.

ტურის დასასრულს, მონაწილე ყველა პირს ტრადიციულად გადაეცა სერტიფიკატი, მასზედ, რომ მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს „მარგებელი ჰოლდინგის“ სოფლის მეურნეობის ტურში.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon