05.07.2014 - საჯარო რეესტრის თანამშრომლები სოფლის მეურნეობის ტურზე

5 ივლისს საჯარო რეესტრის თანამშრომლებისთვის სოფლის მეურნეობის ტური მოეწყო.

ტურის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლები „მარნეული აგროს“,  „მარნეულის სასურსათო ქარხანასა“ და „თელეთის ფერმას“ ესტუმრნენ.

სტუმრები აქტიურად ჩაერთნენ კიტრისა და პომიდვრის კრეფის პროცესში, რის შემდეგაც „მარნეულის სასურსათო ქარხანას“ ეწვივნენ  და დეტალურად გაეცნენ პროდუქციის წარმოების პროცესს. დღის ბოლოს, საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა „თელეთის ფერმაც“ მოინახულეს.

ტურის მონაწილე ყველა პირს ტრადიციულად გადაეცა სერტიფიკატი, მასზედ, რომ მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს „მარგებელი ჰოლდინგის“ სოფლის მეურნეობის ტურში. 

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon