28.06.2014 - პიარსკოლის სტუდენტებმა სოფლის მეურნეობის ტურში მონაწილეობა მიიღეს

28 ივნისს, პიარსკოლის სტუდენტები „მარეგებელი ჰოლდინგს“ ესტუმრნენ და ტურის მსვლელობისას  „მარნეული აგრო“,  „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ და „თელეთის ფერმა“ მოინახულეს.

სტუმრებმა მოსავლის აღების პროცესში მიიღეს მონაწილეობა და „მარნეული აგროს“ პომიდვრის  კრეფაში აქტიურად ჩაერთნენ. ტურისტები, „მარნეულის სასურსათო ქარხანაში“ დეტალურად გაეცნენ წარმოების პროცესს, ხოლო ტურის დასასრულს, „თელეთის ფერმა“ დაათვალიერეს.

ტურის მონაწილე ყველა პირს ტრადიციულად გადაეცა სერტიფიკატი, მასზედ, რომ მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს „მარგებელი ჰოლდინგის“ სოფლის მეურნეობის ტურში. 

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon