13.06.2014 - სოფლის მეურნეობის ტურში იაპონელი ტურისტები ჩაერთვნენ

13 ივნისს, „მარნეული აგროს“,“ მარნეულის სასურსათო ქარხანასა“ და „თელეთის ფერმას“ იაპონელი ტურისტები სტუმრობდნენ.

სოფლის მეურნეობის ტურის მსვლელობისას, სტუმრებმა მოსავლის აღების პროცესში მიიღეს მონაწილეობა და „მარნეული აგროს“ კიტრის  კრეფაში აქტიურად ჩაერთნენ. ტურისტები, „მარნეულის სასურსათო ქარხანაში“ დეტალურად გაეცნენ წარმოების პროცესს, ხოლო ტურის დასასრულს, „თელეთის ფერმა“ დაათვალიერეს.

ტურის მონაწილე ყველა პირს ტრადიციულად გადაეცა სერტიფიკატი, მასზედ, რომ მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს „მარგებელი ჰოლდინგის“ სოფლის მეურნეობის ტურში. 

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon