19.08.2014 - მარნეულის მწნილისა და მურაბის ფესტივალმა სტარტი ბახამაროში აიღო

მარნეულის სასურსათო ქარხნისმწნილისა და მურაბის ფესტივალმასტარტი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბახამაროში აიღო. ფესტივალი დაემთხვა ტრადიციულ დოღს, რომელიც ყოველ წელს, ფერისცვალების დღესასწაულზე იმართება. ფესტივალში მონაწილეობა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, ცხენოსნობის მოყვარულებმა, ბახმაროს სტუმრებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს

„მწნილისა და მურაბის ფესტივალის“ ფარგლებში მოეწყო მწნილისა და მურაბის კუთხეები, სადაც ღონისძიების სტუმრებს მარნეულის სასურსათო ქარხნის უგემრიელესი, ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილისა და მურაბის დაგემოვნების საშუალება მიეცათ. ფესტივალზე მარნეულის სასურსათო ქარხნისა და „მარნეული აგროს“ პროდუქცია სპეციალურ ფასად გაიყიდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო  ფოლკლორულმა ანსამბლმა „მოძახილმა“. ბავშვებს განსაკუთრებული სიხარული, ტკბილეულთან ერთად, საყვარელი ზღაპრის გმირებმა, ოჩოფეხებიანმა ანიმატორებმა, ილუზიონისტმა და ქუჩის თეატრის მსახიობებმა მიანიჭეს.

მარნეულის ქარხნის პროდუქტი დააგემოვნეს უცხოელმა ტურისტებმა, რომლებიც ბახმაროს სილამაზით მოგვრილ აღტაცებასთან ერთად, ფესტივალზე მოხვედრის სიხარულსაც ვერ მალავდნენ.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon