24.02.2014 - „მარგებელი ჰოლდინგის“ პროდუქცია Gulfood 2014-ზე ერთ-ერთი თვალსაჩინო იყო

„მარგებელი ჰოლდინგი“ საერთაშორისო გამოფენაზე „Gulfood 2014“ მონაწილეობდა.  გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჰოლდინგში შემავალი კომპანიების - „მარნეულის სასურსათო ქარხნისა“ და „წყალი მარგებელის“ პროდუქცია.

Gulfood-ი კვების მრეწველობის სფეროში უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად, 5 დღის განმავლობაში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იმართება. გამოფენაზე წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 4500-ზე მეტი კომპანიის 20 000 ბრენდი, ხოლო დამთვალიერებელთა რაოდენობა 80 000-ს აღწევს. გამოფენა 23 თებერვალს გაიხსნა და 27 თებერვლამდე გაგრძელდა.

„ჩვენი კომპანიები წელს პირველად ესწრებიან გამოფენას საკუთარი სტენდით, სადაც დაინტერესებულ დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ და დააგემოვნონ მარნეულისა და წყალი მარგებელის პროდუქცია. გამოფენა წარმატებული გამოდგა, როგორც მარნეულის სასურსათო ქარხნისთვის ასევე წყალი მარგებლისთვის, შეხვედრები იმართება მსხვილ სავაჭრო ქსელებთან და საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიებთან, “ - აღნიშნავს „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ დირექტორი, ირინა გაფრინდაშვილი.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon