22.12.2013 - მარნეულის მურაბის ყველაზე ტკბილი დღე

22 და 25 დეკემბერს, ძველი თბილისის კოლორიტული უბანი საახალწლო ფესტივალს მასპინძლობდა. თბილისელებისთვის „მარნეულის სასურსათო ქარხანამ“ გემრიელი მურაბის დღე მოაწყო.  ძირითადი ღონისძიების „მარნეულის მურაბის დღის“ პარალელურად, „ნაძვის ხეების გამოფენაც“ გაიმართა. საახალწლო ფესტივალის ორგანიზატორები და მასპინძლები იყვნენ  „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, თბილისის მერია და „მეიდან ჯგუფი“. ღონისძიება საკმაოდ საინტერესო, მასშტაბური და მხიარული გამოვიდა.

მთელი დღის განმავლობაში, ტკბილეულის მოყვარულთათვის „მარნეულის სასურსათო ქარხანამ“ სადეგუსტაციოდ მურაბისა და ჯემის ფართო ასორტიმენტი გამოიტანა. დაგემოვნების შემდეგ, მსურველებს შეეძლოთ, საუკეთესო ნუგბარი სპეციალურ ფასად ეყიდათ. 

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon