22.12.2013 - მარნეულის მურაბის დღეს მედიაკონკურსის გამარჯვებულებიც გამოვლინდა

კვირას, 22 დეკემბერს, მედიაკონკურსის - „თანამედროვე სოფლის მეურნეობა და აგროინდუსტრია საქართველოში“ - გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კომპეტენტურმა ჟიურიმ მთავარ თემაზე მომზადებული საუკეთესო მედია პროდუქცია (საგაზეთო სტატია, ინტერნეტ პუბლიკაცია, ბლოგი, ტელე და რადიო სიუჟეტი და სხვ.) დაასახელა.

2013 წლის გაზაფხულზე, „მარგებელი ჰოლდინგმა “, პიარ სააგენტო „ჯეპრასთან“ ერთად, მედიაკონკურსი გამოაცხადა თემაზე „თანამედროვე სოფლის მეურნეობა და აგროინდუსტრია საქართველოში”, რომლის მიზანს მედიის საშუალებით სოფლის მეურნეობის არსებული მდგომარეობის, მიმდინარე პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ქართველი მომხმარებელისთვის  სასარგებლო და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა. კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოში მომუშავე ყველა ჟურნალისტს შეეძლო. კონკურსის ობიექტურად ჩატარებას კი კომპეტენტური ჟიური უზრუნველყოფდა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, მედიაკონკუსში პირველი ადგილი ირაკლი ჭანტურიამ დაიკავა, რომელიც სტუდია „ქრეა ტვ“-ს წარმოადგენდა. მეორე ადგილი საამმა ჟურნალსიტმა - თამარ ლეფსვერიძემ (გურიანიუსი), ნინო ნატროშვილი (ნეტგაზეთი) და ნონა სამხარეამ (მარნეული ტვ) გაინაწილეს. მესამე ადგილი კი ოთხ ჟურნალისტს ერგო - ეკა ჟიმშელაძე (ბიზნესი და კანონმდებლობა), ანა ჭანკოტაძე (ლიბერალი), ლიკა ჟორჟოლიანი (ტაიმერი) და ლევან ბეგლარიშვილი (CBW).

დაჯილდოების ცერემონიალი კაფეში „გაჩერება კონკაზე“ გაიმართა. წარმატება ჟურნალისტებმა ტკბილეულით აღნიშნეს. მედიაკონურსი ტრადიციული და ყოველწლიური იქნება.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon