16.10.2013 - „მარნეულის სასურსათო ქარხანამ“ სურსათის მსოფლიო დღე აღნიშნა

 „მარნეულის სასურსათო ქარხანამ“ სურსათის მსოფლიო დღე თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად აღნიშნა. ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტში, ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია მოეწყო.

 „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ პროდუქცია - ბრენდი M - საქართველოში ხარისხისა და ჯანსაღი საკვები პროდუქტის სინონიმად იქცა,  რომელიც მთელმა საქართველომ შეიყვარა. კომპანიის მიზანია, იმპორტი რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი პროდუქციით ჩაენაცვლოს. „მარგებელი ჰოლდინგი“ მომხმარებელს ყოველთვის სთავაზობს ახალ და განსხავებულ პროდუქტს. წელს, ბრენდი M ნიშანს ახალი პროდუქცია დაემატა: პომიდვრის სალათი „ლეჩო“  და „აჯიკა“. რაც შეეხება ტრადიციულ პროდუქციას, ამ დღეს, კომპანიამ „ბოსტნეულის ასორტი“, „ტომატ-პასტა“, „კიტრის მწნილი“, „პომიდვრის მწნილი“, „კიტრისა და პომიდვრის მწნილი“ (შერეული), „ცოცხალი პომიდვრის საწებელი“, „წითელი ტყემალი“, სხვადასხვა ხილის კომპოტები და მურაბა წარმოადგინა, ასევე, წარმოდგენილ იქნა „ნაბეღლავი“ და „ბახმარო“ ახალი შეფუთვით, სხვადასხვა ზომის ქილებითა და ლამაზი ბოთლებით.       

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon