28.08.2013 - მარნეულის სასურსათო ქარხანა მომხმარებელს ახალ პროდუქტს - ატმის კომპოტს სთავაზობს

მარნეულის სასურსათო ქარხანა მომხმარებელს ახალ პროდუქტებს მუდმივად სთავაზობს. ამჯერად, ქარხანაში, საცდელ რეჟიმში,  ატმის კომპოტის დამზადება მიმდინარეობს. შესაძლოა, აღნიშნული პროდუქტი სუპერმარკეტების დახლებზე სულ მალე ვიხილოთ.

საწარმო მომხმარებლის განებივრებას მუდმივად ცდილობს და ყოველწლიურად სიახლეს სთავაზობს. შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან მათ უკვე შეუძლიათ დააგემოვნონ მარნეულის სასურსათო ქარხნის  მიერ წარმოებული ახალი პროდუქტი - ლეჩო. წელს მისი წარმოების გაზრდაც იგეგმება. 2013 წელს, ქარხანამ, მზა სალათების მიმართულებით, პროდუქციის ასორტიმენტისა და წარმადობის გასაზრდელად დამატებითი ინვესტიციები განახორციელა. სამომავლოდ, მარნეულის სასურსათო ქარხნისგან სიურპრიზებს კიდევ უნდა ველოდოთ.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon