03.10.2013 - 5-6 ოქტომბერს „მარნეულის მწნილის ფესტივალი“ გაიმართება

„მარგებელი ჰოლდინგი“ 5-6 ოქტომბერს, 12-18 საათზე „მარნეულის მწნილის ფესტივალს“ გამართავს (გორგასლის ხეივანი, რესტორან „მასპინძელოს“ მიმდებარე ტერიტორია). მწნილის ფესტივალზე მისულ სტუმარებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ „მარგებელი პროდუქცია“: „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ უგემრიელესი და ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილი და საწებელი; „მარნეული აგროს“ ქართულ მიწაზე მოყვანილი კიტრი და პომიდორი; თელეთის „ფერმა მარგებელის“ ნატურალური რძისგან დამზადებული სხვადასხვა სახეობის ყველი. გარდა ამისა, მწნილის ფესტივალზე „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ და „მარნეული აგროს“ პროდუქცია სპეციალურ ფასად გაიყიდება.

ფესტივალს გახსნის ფოლკლორული ანსამბლი „მოძახილი“, გარდა ამისა, პირველ დღეს, სტუმრებს ეძლევათ შანსი, თავად მიიღონ მონაწილეობა „სახალხო დამწნილებაში“.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon