06.10.2013 - „თბილისობის“ ფარგლებში “მარგებელი ჰოლდინგმა” „მარნეულის მწნილის ფესტივალი“ გამართა

5-6 ოქტომბერს, „თბილისობის“ პარალელურად, „მარგებელი ჰოლდინგმა“ „მარნეულის მწნილის ფესტივალი“ გამართა. ორთაჭალაში, გორგასლის ხეივანში, რესტორან „მასპინძელოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, „მარგებელი ჰოლდინგის“ პროდუქცია დაეგემოვნებინათ.

„მარნეულის მწნილის ფესტივალი“ წელს პირველად გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად ჩატარდება, რადგან წელს უპრეცედენტოდ ბევრი სტუმარი ჰყავდათ. სტუმრებმა „მარგებელი ჰოლდინგის“ პროდუქცია დააგემოვნეს, მათ შორის, „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ უგემრიელესი და ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილი და საწებელი, „მარნეული აგროს“ ქართულ მიწაზე მოყვანილი კიტრი და პომიდორი, თელეთის „ფერმა მარგებელის“ ნატურალური რძისგან დამზადებული სხვადასხვა სახეობის ყველი.

„მარნეულის სასურსათო ქარხნისა“ და „მარნეული აგროს“ პროდუქცია, ფესტივალის ფარგლებში, სპეციალურ ფასად გაიყიდა. „მარნეულის მწნილის ფესტივალი“ ფოლკლორულმა ანსამბლმა „მოძახილი“ გახსნა. დაახლოებით, 13.00-14.00 საათზე კი „სახალხო დამწნილება“ გაიმართა, სტუმრების თვალწინ, „მარნეულის სასურსათო ქარხნის“  გენერალურმა დირექტორმა, ირინა გაფრინდაშვილმა, კიტრი საკუთარი ხელით დაამწნილა.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon