15.09.2013 - მარნეულის სასურსათო ქარხანამ Gherkin-ის კიტრის მწნილის წარმოება განაახლა

კორნიშონი ანუ Gherkin - ასე უწოდებენ  პატარა ზომის კიტრს, რომელსაც კრეფენ 1-3 სანტიმეტრამდე და დელიკატესადაც მიიჩნევენ. მარნეულის სასურსათო ქარხანა ამ ფორმატის კიტრს 200 მლ, 250 მლ და 370 მლ-იან შეფუთვაში შეზღუდული რაოდენობით აწარმოებს. ქარხანაში არსებული კიტრის სორტირების დანადგარი საწარმოს აძლევს  იმის საშუალებას, რომ კიტრის ზომის მიხედვით, პორდუქცია სხვადასხვა ფორმატის ქილაში გამოუშვას. დღესდღეობით, წარმოება 8 ფორმატში მიმდინარეობს, მომავალში  ასორტიმენტის გაფართოებაც იგეგმება, რაშიც კიტრი-პომიდვრის ასორტის წარმოება იგულისხმება.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon