26.04.2013 - გამოფენაზე „მარნეულის სასურსათო ქარხანის“ პროდუქცია ერთ-ერთი თვალსაჩინო იყო

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ საქართველოს ფინანასთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დაათვალიერა და წარმოების  პროცესს გაეცნო.  მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი სხა კომპანიებიც „მარნეული აგრო“ და „თელეთის ფერმაც“ მოინახულა და  ჰოლდინგში  გაწეული სამუშაოები სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით დადებითად შეაფასა.

ფინანსთა მინისტრი ადგილზე გაეცნო ჰოლდინგის მუშაობას. თავი მხრივ ჰოლდინგის წარმომადგენლებმა  გააცნეს საწარმოში არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები.  შეხვედრაზე ასევე მოხდა ბიზნესისთვის აქტუალური საკითხების, მათ შორის, ბიზნესის ხელშეწყობისთვის საგადასახადო და საბაჟო სფეროში ფინანასთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმების განხილვა და კანონმდებლობის დახვეწის კუთხით გათვალისწინებული სიახლეების გააცნობა. კერძოდ, შეხვედრაზე განიხილეს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების ხელშეწყობისთვის აუცილებელ ცვლილებებს.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon