15.05.2013 - მედიაკონკურსი - „თანამედროვე სოფლის მეურნეობა და აგროინდუსტრია საქართველოში”

„მარგებელი ჰოლდინგი“, პიარ სააგენტო „ჯეპრასთან“ ერთად, აცხადებს მედიაკონკურსს თემაზე „თანამედროვე სოფლის მეურნეობა და აგროინდუსტრია საქართველოში”, რომლის მიზანია, მედიის საშუალებით, მიაწოდოს ქართველ მომხმარებელს სასარგებლო და მიუკერძოებელი ინფორმაცია სოფლის მეურნეობის არსებული მდგომარეობის, მიმდინარე პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ. ასევე, მოახდინოს ინფორმირება აგროინდუსტრიის ტრენდებისა და განვითარების სამომავლო პერსპექტივების თაობაზე. მოცემული კონკურსი გამოავლენს შეჯიბრების მთავარ თემაზე მომზადებულ საუკეთესო მედია პროდუქციას (საგაზეთო სტატია, ინტერნეტ პუბლიკაცია, ბლოგი, ტელე და რადიო სიუჟეტი და სხვა.)

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon