09.07.2013 - „მარნეული აგრომ“ ხორბლის რეკორდული მოსავალი აიღო

„მარნული აგროში“ მარცვლეული კულტურების აღების სეზონი დაიწყო. კომპანია წელს ხორბლის რეკოდულ მოსავალს ელოდება. 120 ჰექტარი მინდვრიდან „მარნეული აგრო“ 450 ტონა ხორბალის მიღებას გეგმავს. მოსავლის აღების სამუშაოები რამდენიმე დღის წინ უკვე დაიწყო და ერთ ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობამ 7,5 ტონა შეადგინა, როცა ქვეყენაში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 2,5 ტონას ვერ აღწევს და საშუალო მაჩვენებლს 4-ჯერ აღემატება. სწორად შერჩეულმა ხორბლის ჯიშებმა, დაბალნსირებულმა გამოკვების სისტემამ, დროულად მორწყვამ და მიზანმიმართულმა აგროტექნიკურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღეს.

„მარნეული აგრო“ აღებული ხორბლის მოსავლის დიდ ნაწილს, ჰოლდინგში შემავალი „თელეთის ფერმაში“, საქონლის გამოსაკვებად იყენებს, ხოლო დანარჩენს რეალიზაციაში გაუშვებს. სულ მალე, დაიწყება სხვა მარცვლეული კულტურის აღება, კერძოდ, კომპანიაში სიმინდის სერიოზული მასშტაბის მოსავალს ელიან.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon