31.07.2013 - მარნეულის სასურსათო ქარხანა საქმიანობის აქტიურ ფაზაში შედის - კიტრის მწნილის 2 მილიონი ქილა საწარმოსგან

 22 ივლისიდან, მარნეულის სასურსათო ქარხანამ პომიდვრის გადამუშავება დაიწყო. ქარხანა ნედლეულით ადგილობრივი ფერმერებიდან და საკუთარი მეურნეობა "მარნეული აგროდან" მარაგდება. იტალიური ხაზი FENCO, რომლის წარმადობა 24 საათის განმავლობაში 500 ტონა ნედლეულს შეადგენს, პროდუქტის მაღალ ხარისხს სრულიად უზრუნველყოფს.

ქარხანაში კიტრის  მწნილის წარმოების  პირველი ეტაპი დასრულდა, რომელიც შემოდგომის სეზონისთვის კვლავ განახლდება. საწარმოს ძირითადი მომწოდებელია „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი „მარნეული აგრო“. 16 ჰექტრიდან მიღებულმა მოსავალმა 1050 ტონა შეადგინა; რაც შეეხება წარმოებას, კიტრი 7 სახის მოცულობის ფორმატში, კერძოდ,  200მლ, 250მლ, 340მლ, 580მლ, 700მლ, ლიტრიანი და 3 ლიტრიანი ტევადობის ქილებში გადანაწილდა. წელს, სეზონის პირველ ეტპაზე კიტრის მწნილის წარმოებამ რეკორდულ ციფრს მიაღწია - კიტრის მწნილის 2 მილიონი ქილა საწარმოსგან. შესაბამისად, შარშანდელთან შედარებით, წარმოება 20 პროცენტით გაიზარდა. შემოდგომაზე, ქარხანაში, კიდევ უფრო მეტ მოსავალს ელიან და მოხმარებელს სიუპრიზებს პირდებიან.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon