26.07.2013 - „მარგებელი კულინარი“ გიორგი ჯანყარაშვილი გახდა

მარნეულის სასურსათო ქარხნისა და კულინარიის აკადემიის  ერთობლივი პროექტი დასრულდა

მარნეულის სასურსათო ქარხნისა და კულინარიის აკადემიის  ერთობლივი პროექტი  „მარგებელი კულინარია“  დასრულდა. მასში მონაწილეობა მართლაც მარტივი და ამასთან  „მარგებელიც“ აღმოჩნდა.  ერთი თვის განმავლობაში, პროექტის ინიციატორებმა გურმანებს, მზარეულებს, კულინარებს და განსაკუთრებით კი ფოტოხელოვნების მოყვარულებს ან უბრალოდ  გამორჩეული ფანტაზიით დაჯილდოებულ ადამიანებს, სპეციალური კონკურსის მეშვეობით შესაძლებლობა მისცეს, საკუთარი კულინარიული ნიჭი გამოევლინათ. მსურველებმა საკუთარ ნამუშევრებს გადაუღეს ფოტო, ატვირთეს და დაამტკიცეს, რომ „ის“ მარგებელია! ფოტოკონკურსის მონაწილეების პირველი ათეული მარნეულის სასურსათო ქარხანამ საყოფაცხოვრებო ტექნიკით დააჯილდოვა.

კონკურსანტებმა კულინარიული ნიჭი ახლა უკვე პრაქტიკაში გამოავლინეს - კულინარიის აკადემიაში, ფოტოზე აღბეჭდილი კერძი/დესერტი გააცოცხლეს და ჟიურის წევრებს დააგემოვნებინეს. დეგუსტაციის შემდეგ, 5 ყველაზე „მარგებელი კულინარი“ გამოვლინდა, რომელსაც მარნეულის სასურსათო ქარხანამ  მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა, ხოლო მათგან საუკეთესო სამეული კულინარიის აკადემიამ სამოყვარულო კურსის ვაუჩერებით დააჯილდოვა. 

„მარგებელი კულინარი“  გიორგი ჯანყარაშვილი გახდა.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon