29.04.2013 - „მარნეულის სასურსათო ქარხანას“ , „მარნეული აგროსა“ და „თელეთის ფერმას“ ფინანსთა მინისტრი ეწვია და ჰოლდინგის მუშაობა დადებითად შეაფასა

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ საქართველოს ფინანასთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, დაათვალიერა და წარმოების  პროცესს გაეცნო.  მინისტრმა, ვიზიტის ფარგლებში, „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი სხა კომპანიებიც, „მარნეული აგრო“ და „თელეთის ფერმა“, მოინახულა და  ჰოლდინგში  გაწეული სამუშაოები, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, დადებითად შეაფასა.

ფინანსთა მინისტრი ადგილზე გაეცნო ჰოლდინგის მუშაობას. ჰოლდინგის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, საწარმოში არსებულ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე, ასევე, მოხდა ბიზნესისთვის აქტუალური საკითხების, მათ შორის, ბიზნესის ხელშეწყობისთვის, საგადასახადო და საბაჟო სფეროში, ფინანასთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმების განხილვა და კანონმდებლობის დახვეწის კუთხით, გათვალისწინებული სიახლეების გაცნობა. კერძოდ, შეხვედრაზე განიხილეს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებისთვის აუცილებელ ცვლილებებს.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon