29.03.2013 - „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ პროდუქციით უცხოელები დაინტერესდნენ

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ დიდი ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟული „სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენიდან" ახალი შემოთავაზებებით დაბრუნდა – ქართული პროდუქციით უცხოელები დაინტერესდნენ. ქართველი მომხმარებლისთვის ნაცნობი და საყვარელი მჟავეული, ტკბილეული და სხვა სასურსათო პროდუქცია, ინგლისის შემდეგ, ევროპის სხვა ქვეყნების ბაზარზეც გამოჩნდება.

გამოფენაზე, რომელშიც 50 ქვეყანა მონაწილეობდა, „მარნეულის სასურსათო ქარხანა" საქართველოს წარმოადგენდა. ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა საწარმოს სრული ასორტიმენტი - ქართული ტრადიციული რეცეპტით დამზადებული საწებელი, მჟავეული, ჯემი და მურაბა, ათასობით უცხოელს დაეგემოვნებინა. ქართულმა პროდუქციამ საერთაშორისო გამოფენაზე დიდი მოწონება დაიმსახურა.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon