13.03.2013 - მარნეულის სასურსათო ქარხანა ექსპორტს ლონდონის ბაზრიდან იწყებს

18 მარტიდან, „მარნეულის სასურსათო ქარხანა" პროდუქციას ევროპაში გაიტანს და ქართველი მომხმარებლისთვის ნაცნობი და საყვარელი მჟავეული, ტკბილეული და სხვა სასურსათო პროდუქცია უკვე ინგლისის ბაზარზე გამოჩნდება. კომპანია უცხოურ ბაზრებზე ოპერირებას ლონდონში პოზიციების გამყარებით იწყებს. მარნეულის სასურსათო ქარხნის პროდუქციით ლონდონში მოღვაწე ქართული კომპანია "Good Food from Abroad" დაინტერესდა.  პროდუქცია, რომელიც ლონდონის „ვიქენდ მარკეტებზე" გაიყიდება, მარკეტინგულ კვლევებზე დაყრდნობით, სპეციალურად ინგლისელი მომხმარებლისთვის, განსხვავებულად შეიფუთება და ასორტიმენტიც ქართული ბაზრისგან განსხვავებული იქნება. უკვე წარმოებულ პროდუქციას ლონდონელებისთვის საზამთროსა და სამოთხის ვაშლის მურაბაც დაემატება.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon