21.06.2013 - „მარგებელი კულინარია“ - გადაუღე, ატვირთე და დაამტკიცე, რომ „ის“ მარგებელია!

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ და კულინარიის აკადემია სპეციალურ კონკურსში იწვევენ გურმანებს, მზარეულებს, კულინარებს და განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ფოტოხელოვნება იზიდავს ან უბრალოდ  განსაკუთრებული ფანტაზიის უნარი აქვს.

„მარგებელი კულინარია“ - ასე ჰქვია „მარნეულის სასურსათო ქარხნისა“  და კულინარიის აკადემიის  ერთობლივ პროექტს, რომელშიც მონაწილეობა მარტივი და ამასთანავე, „მარგებელია“. მთავარი მოთხოვნაა, „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ მიერ წარმოებული ნებისმიერი პროდუქტის გამოყენება, კერძის/დესერტის მომზადებისას. გადაუღე ფოტო შენს მიერ მომზადებულ კერძს/დესერტს და დაამტკიცე, რომ შენი კულინარიული ნიმუში ყველაზე გემრიელი და მარგებელია. ფოტო, რეცეპტის თანხლებით, გამოაგზავნეთ ელ.მისამართზე - margebelikulinaria@gmail.com, მიუთითეთ ინგრედიენტები და მომზადების წესი. კონკურსის - „მარგებელი კულინარია“ - მედია პარტნიორია რუსთავი2-ის გადაცემა „სხვა შუადღე“.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon