ისტორია
მარგებელი ჰოლდინგი
პარტნიორები

შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ 2007 წელს დაარსდა და საკვების გადამუშავების  დარგში ქვეყნის უმსხვილეს საწარმოდ იქცა. 2009 წლიდან „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ მარგებელი ჰოლდინგის ნაწილია.

ქარხანა ქვემო ქართლის რეგიონში მარნეულის მუნიციპალიტეტში დედაქალაქიდან 40 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. ქარხნის ტერიტორია 49 000 მ2 ფართობს მოიცავს, ხოლო სასაწყობო და საწარმოო შენობები 10 000 მ2 არის განთავსებული.

„მარნეულის სასურსათო ქარხნის“ დააარსების მიზანს საქართველოს სასოფლო სამეურნეო პოტენციალის გამოყენება, ადგილობრივი მაღალი ხარისხის პროდუქციით იმპორტის ჩანაცვლება და მომხმარებლისთვის ნატურალური, ჯანსაღი პროდუქციის მიწოდება წარმოადგენს.

ჩვენი მთავარი პრინციპი:

  • წარმოების სრული ციკლის მოცვა - მინდვრიდან - ქილამდე
  • წარმოებაში მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება
  • ქვეყანაში წარმოების უმაღლესი სტანდარტების დანერგვა

„მარნეულის სასურსათო ქარხანას“ ნედლეულით ჰოლდინგში შემავალი პარტნიორი კომპანია „მარნეული აგრო“ ამარაგებს, ასევე ადგილობრივი ფერმერები საქართველოს ყველა რეგიონიდან.   ქარხანა სეზონურად 150-ზე მეტ ფერმერთან თანამშრომლობს.  „მარნეული აგრო“,  სადაც ყოველწლიურად ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, თავად ახდენს  მიწის დამუშავებასა და მოსავლის აღებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ მომხმარებელს 100 პროცენტით ქართულ პროდუქტს სთავაზობს. ასორტიმენტში 60-მდე სხვადასხვა სახეობისა და ფორმატის პროდუქციაა.

ძირითადი საწარმოო მიმართულებებია:

  • ტომატ პასტა
  • მჟავეულობა
  • საწებელი
  • ტკბილეულობა

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ აღჭურვილია თანამედროვე საწარმოო ხაზებით, ქარხანა მუდმივად ახორციელებს ინვესტიციებს თანამედროვე ტექნოლოგიებში.

2007 წელს ქარხანაში დამონტაჟდა და ფუნქციონირება დაიწყო პომიდორის გადამამუშავებელი იტალიური ხაზი - FENCO, რომლის მეშვეობით საწარმოს შესაძლებლობა აქვს მიიღოს და გადაამუშავოს 30 000 ტონა ნედლეული.

2011 წელს ხელი მოეწერა სასესხო ხელშეკრულებას ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან, (EBRD) რომელიც მიზნად ისახავდა საწარმოო პროცესების მოდერნიზებას და აუცილებელი დანადგარების შეძენას. 

„EBRD მოხარულია კვლავ მხარი დაუჭიროს მარგებელის განვითარებას და დაეხმაროს მას გამოიყენოს საქართველოს სოფლის მეურნეობის დიდი პოტენციალი. ეს ინვესტიცია უზრუნველყოფს პროდუქტიულობის ზრდას წარმოების ტექნოლოგიების თანამედროვე სტანდარტების მიღწევით“ - პოლ-ჰენრი ფორესტიერი, EBRD-ის დირექტორი კავკასიაში, მოლდოვეთსა და ბელორუსიაში.

გერმანული საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად, ქარხანამ შეისყიდა და გერმანელი სპეციალისტების ზედამხეველობით დაამონტაჟა რამდენიმე საწარმოო ხაზი, რომლის საშუალებით სრულიად ავტომატიზირებულია მჟავეულობის წარმოების პროცესი.

მონტაჟისა და ხაზების გაშვების პერიოდში, ქარხნის პერსონალმა სწავლება გაიარა გერმანელ სპეციალისტებთან.

ახალი საწარმოო ხაზების მეშვეობით „მარნეულის სასურსათო ქარხანა“-ს  შესაძლებლობა მიეცა პროდუქციის ასორტიმენტი გაეფართოვებინა 200 მლ-დან 18 000 მლ-იან შეფუთვამდე.

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“არაერთი დიპლომისა და ჯილდოს მფლობელია:

2009-2011 წლებში აღიარებული იყო როგორც რჩეული ბრენდი საკონსერვო წარმოებაში და მიიღო „გოლდენ ბრენდის“ დიპლომი.

ასევე 2011 წელს ქარხანამ  ეროვნული ბიზნეს დაჯილდოვება „მერკური 2011“ გაიმარჯვა ნომინაციაში - „წლის აგრო ბიზნესი“

 

2007 წელი - ქარხანამ 4 ძირითადი  მიმართულებით 26 სახეობის პროდუქტის გამოშვება დაიწყო: ტომატ პასტა, ჯემები (ატამი, ვაშლი, კომში, ქლიავი), მურაბა (კაკალი, კომში), მჟავეული (კიტრი, ბოსტნეულის ასორტი)

2007 წელი - ქარხანაში პომიდვრის გადამამუშავებელი იტალიური ხაზი Fenco დამუშვდა

2007 წელი - ქარხანამ შვეიცარიის სახელმწიფო ეკონომიკური დეპრტამენტისგან (SECO) 500 ათასი ფრანკის დაფინანსება მიიღო

2008 წელი - პროდუქციის ასორტიმენტს 20 კგ-ნი შეფუთვის ჯემები დაემატა, რომელიც საცალო ქსელში და საკონდიტროში გამოიყენებოდა.

2009 წელი - გაფართოვდა მჟავეულის ასორტიმენტი, მწნილების სახეობას დაემატა: წითელი პომიდვრის მწნილი, ჩერი პომიდვრის მწნილი და კტრისა და პომიდვრის ასორტი

2009 წელი - ქარხანამ  დაიწყო საწებლის წარმოება და სარეალიზაციო ქსელში გამოჩნდა: კეტჩუპი და პომიდვრის საწებელი

2010 წელი -  გაფართოვდა პროდუქციის ასორტიმენტი. ქარხანაში დაიწყო: მწვანე ბარდის, წითელი ტყემლის, ცხარე საწებელის, ცოცხალი პომიდვრის საწებელის, მანდარინის მურაბის, შნდის მუაბის, გახეხილი შინდი შაქრით წარმოება

2011 წელი - საწებლების სახეობას დაემატა მწვანე ტყემალი

2011 წელი -  კომპანიამ  წარმოების გაფართოებასთან დაკავშრებით მოლაპარაკება დაიწყო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან (EBRD) .  სოფლის მეურნეობის სფეროს განვითრების მიზნით „მარნეული გარომ“ და „მარნეულის სასურსათო ქარხანამ“ სესხის სახით EBRD-ისგან 7 მილიონი აშშ დოლარი მიიღო

2011 წელი - სესხის ფარგლებში ქარხანაში ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით არსებული საწარმოო ხაზების მოდერნიზება განხორციელდა და საწარმოო სიმძლავე გაიზარდა.

2012 წელი - ქარხანამ პრდოქუციის ასორტიმეტის მოცულა გაზარდა - 200 მლ-იანი შეფითვლიდან 18000მლ-მდე

2012 წელი - დაიწყო ბოსტნეულსი სალათის ლეჩოს წარმოება

2013 წელი - მარნეულსი სასურსათო ქარხანა ექსპორტს ლონდონის ბაზრიდან იწყებს

2013 წელი - მარნეულის სასურსათო ქარხნამ  პროდუქცია დიდი ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟულ „სასმელისა და საკვების პროდქუტიების საერთაშორისო გამოფენაზე“  წარმოადგინა

2013 წელი - შვეიცარიის ელჩი საქაღტველოში გიუნტერ ბეხლერი „მარგებელ ჰოლდინგში’ შემავალ საწარმოებს ესტუმრა

2013 წელი - EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრებმა „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, „მარგებელი ფერმა“ და ‘მარნეული აგრო“ დაათვალიერეს და სოფლის მეურნეობაში აგწეული სამუშაოები დადებითად შეაფასეს

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon