ისტორია
მარგებელი ჰოლდინგი
პარტნიორები

სააქციო საზოგადოება „მარგებელი “  ქართველი და შვეიცარელი კერძო ინვესტორების მიერ,  საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ოთხი უმსხვილესი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია.

ჰოლდინგის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ წარმატებას. სს „წყალი მარგებლის“ დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, ინვესტირება ბიზნეს საქმიანობის გაფართოვებაში განხორციელდა. 

2005 წელს კომპანიის ზრდასთან ერთად შეიქმნა სადისტრიბუციო კომპანია - ენგადი, ხოლო 2007 წელს  ქვეყნის სტრატეგიული მიმართულების - სოფლის მეურნეობის განვითარება გადაწყდა და შეიქმნა „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ და „მარნეული აგრო“. საჭირო გახდა ყველა არსებულ საწარმოში მმართველობის თანამედროვე ევროპული მიდგომები და სწორი მენეჯმენტის სისტემის დანერგვა, გადაწყდა ყველა არსებული კომპანია ერთი ქუდის ქვეშ გაერთიანებულიყო. ასე დაარსდა 2009 წელს „მარგებელი“ჰოლდინგი.

ჰოლდინგის შექმნამ გააერთიანა და განვითარების ახალი შესაძლებლობა მისცა ყველა კომპანიას, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება თითოეული კომპანიის საქმიანობის ახალი ეტაპი.

2009 წლიდან, ჰოლდინგმა თანამშრომლობა დაიწყო საერთაშორისო საფინანსო კომპანიებთან, წარმატებით დაგეგმა და განახორციელა შემდგომი ზრდისთვის აუცილებელი სასესხო პროექტები, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD).

პირველი პროექტი 2009 წელს ძირითადად, სს „წყალი მარგებლის“ წარმოების სიმძლავრეების გაზრდისკენ იყო მიმართული, ხოლო 2011 წელს მსგავსი სესხი „მარნეული აგროსა“ და „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ გაანვითარებისთვის გადანაწილდა.

გეოგრაფიულად ჰოლდინგის საქმიანობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოიცავს და გავლენას ახდენს არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე - ჰოლდინგში 1000 ადამიანზე მეტია დასაქმებული.

„მარგებელი“ მაღალი სოციალური პასუხიმგებლობით გამოირჩევა, ჰოლდინგის მთავარი პრიორიტეტია ადგილობრივი წარმოების გაძლიერება და იმპორტირებული საქონლის ჩანაცვლება ეროვნული მაღალი ხარისხის პროდუქციით.

სოფლის მეურნეობაში არსებული საქმიანობით ჰოლდინგი უშუალოდ ხელს უწყობს ადგილობრივი წვრილი ფერმერების განვითარებას და სოფლის მეურნეობაში თანამედროვე პრაქტიკების დანერგვას.

დღეისათვის, ჰოლდინგის შემადგენლობაში შემავალი კომპანიების პროდუქცია მსოფლიოს 20 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე თითოეული პროდუქტი ბაზარზე ლიდერ პოზიციას იკავებს და მომხმარებელში მაღალ ხარისხთან, ჯანმრთელ და ქართულ  წარმოებასთანაა ასოცირებული.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon